الوصف
ვინ შემქმნა მე? და რატომ?აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითებს შემქმნელის არსებობაზე
ترجمات أخرى 37
المحاور
ვინ შექმნა ცები და მიწა და რაც მათ შორისაა უდიდეს ქმნილებათა შორის, რომლის დაფარვაც შეუძლებელია?
ვინ შექმნა ეს ზუსტი და დახვეწილი სისტემა ცაში და დედამიწაზე?
ვინ შექმნა ადამიანი და უწყალობა მას სმენა, ხედვა, აზროვნება და ქმნა შემძლედ გაგების და მოპოვების, რომ მიაღწიოს ჭეშმარიტებას?
როგორ ახსნით ზუსტად შექმნილი შენი სხეულის დახვეწილ ნაწილებს ან სხვა ცოცხალი არსებების სხეულებს? და ვინ შექმნა ისინი?
როგორ რეგულირდება და მტკიცედ დგას ეს უდიდესი არსებობა იმ ზუსტი და სრულყოფილი კანონით ამდენი საუკუნეების განმავლობაში?
ვინ არის ის, ვინც დააყენა ეს სისტემა და მართავს ამ სამყაროს (სიცოცხლეს, სიკვდილს და ანაცვლებს სიცოცხლეებს, დღეს, ღამეს და ცვლის სეზონებს)?
ეს არსებობა თავისით შეიქმნა? თუ არაფრისგან მოვიდა? თუ იპოვეს შემთხვევით?
რატომ სწამს ადამიანს ისეთი არსებების რომელსაც ვერ ხედავს? მაგ:( ცნობიერება, გონება, სული, გრძნობები და სიყვარული ) ნუთუ იმიტომ, რომ ხედავს მათ ნაკვალევს? და როგორ უარყოფს ადამიანი ამ უდიდესი არსებობის შემქმნელს, როცა ხედავს ამდენი ქმნილებების ნაკვალევს, თუ როგორ გააკეთა ისინი,და ხედავს მისი მოწყალების(ნაკვალევს).
არ მიიღებს არავინ, რომ ითქვას ეს საცხოვრებელი მოვიდა თავისით არავის აუშენებია ის! ან რომ თქვა ეს სახლი არაფისაგან შეიქმნა! და როგორ იჯერებს ზოგიერთი ადამიანი იმას, ვინც ამბობს, რომ ეს უდიდესი ქმნილებები მოვიდა შემქმნელის გარეშე? როგორ მიიღებს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომ ითქვას მასთან: ეს სამყაროს ზუსტი წესრიგი მოვიდა შემთხვევით?
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:(أَمۡ خُلِقُواْ مِنۡ غَيۡرِ شَيۡءٍ أَمۡ هُمُ ٱلۡخَٰلِقُونَ، أَمۡ خَلَقُواْ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَۚ بَل لَّا يُوقِنُونَ). "განა ისინი არიან შექმნილნი არაფრისგან თუ თვითონ არიან შემოქმედნი".[სურაატ-ტუურ: 35]
ის არის ერთადერთი შემოქმედი და შემქმნელი, მას აქვს უმშვენიერესი სახელები და უდიდესი, უამრავი ატრიბუტები, რომელიც მიუთითებს მის სრულყოფილებაზე, და მისი სახელებიდანაა: შემქმნელი, შემწყალებელი, სარჩოს მომცემი, უწმინდესი და "ალლაჰი" - ეს სახელი არის ყველაზე ცნობილი მისი სახელებიდან, წმინდა და დიდებულის, და მისი მნიშვნელობა არის: ერთადერთი, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე.
დიდებულმა ალლაჰმა თქვა წმინდა ყურანში:﴿قُلۡ هُوَ ٱللَّهُ أَحَدٌ თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთია!* ٱللَّهُ ٱلصَّمَدُ ალლაჰი „სამედია(თვითკმარი")*لَمۡ یَلِدۡ وَلَمۡ یُولَدۡ არც შობილა და არც უშვია*وَلَمۡ یَكُن لَّهُۥ كُفُوًا أَحَدُۢ﴾ და არც არავინ ყოფილა მისი ბადალი".თვითკმარი(არაბულში სამედ) - ანუ ის არაფერზეა დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული".[სურა ალ-იხლას :1-4]
თქვა დიდებულმა:﴿اللَّهُ لا إِلَهَ إِلَّا هُوَ الْحَيُّ الْقَيُّومُ لا تَأْخُذُهُ سِنَةٌ وَلا نَوْمٌ لَهُ مَا فِي السَّمَوَاتِ وَمَا فِي الأَرْضِ مَنْ ذَا الَّذِي يَشْفَعُ عِنْدَهُ إِلَّا بِإِذْنِهِ يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَلا يُحِيطُونَ بِشَيْءٍ مِنْ عِلْمِهِ إِلَّا بِمَا شَاءَ وَسِعَ كُرْسِيُّهُ السَّمَوَاتِ وَالأَرْضَ وَلا يَئُودُهُ حِفْظُهُمَا وَهُوَ الْعَلِيُّ الْعَظِيمُ﴾ "არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადიულის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი. მისია, რაც ცაშია და რაც ქვეყანაზე და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა მისი ნება. მან იცის, რაც მათ უწინაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მისი ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, რასაც ინებებს. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და მათი დაცვა არ უმძიმს მას და იგი უზენაესი, დიდებულია".[სურა ალ-ბაყარა: 255]
უფალი არის ის, ვინც შექმნა დედამიწა და გააკეთა ის საცხოვრებლად თავის ქმნილებებისათვის. ისაა ვინც შექმნა ცები და მიწა და რაც მათ შორისაა უდიდესი ქმნილებათაგან: მზე, მთვარე, დღე და ღამე. ეს დახვეწილი სისტემა მიუთითებს მის სიდიადეზე.
ღმერთი არის ის, ვინც დაგვიმორჩილა ჰაერი, რომლის გარეშეც ვერ ვიცოცხლებდით. ისაა რომელმაც გარდმოგვივლინა წვიმა და დაგვიმორჩილა ზღვები და მდინარეები. ისაა რომელიც გვკვებავდა მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით ემბრიონი ჩვენი დედების მუცელში და არ შეგვწევდა ძალა. ისაა ვინც შექმნა სისხლი, რომელიც მოძრაობს ჩვენს ვენებში, და ჰქმნა პულსირებული გულები ჩვენი გაჩენის დღიდან სიკვდილამდე.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿وَاللَّهُ أَخْرَجَكُمْ مِنْ بُطُونِ أُمَّهَاتِكُمْ لَا تَعْلَمُونَ شَيْئًا وَجَعَلَ لَكُمُ السَّمْعَ وَالْأَبْصَارَ وَالْأَفْئِدَةَ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ﴾ "ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენ დედათა მუცლებიდან მაშინ, როცა არაფერი გაგეგებოდათ, მან კი მოგცათ სმენა, თვალები და გულნი, რათა ეგების მადლიერნი ყოფილიყავით".(16:78)
ჩვენმა შემქმნელმა მოგვცა გონება, რომლითაც ვაცნობიერებთ მის სიდიადეს და ჩანერგა ჩვენში თანდაყოლილი ბუნება, რომელიც მიუთითებს მის სრულყოფილებაზე და შეუძლებელია, რომ ღმერთი აიღწეროს ნაკლით.
თაყვანისცემა აუცილებელია, რომ იყოს მხოლოდ ერთადერთ დიდებულ ალლაჰზე და ისაა სრულყოფილი, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას, ხოლო რასაც ეთაყვანებიან მის მაგიერ სხვას არის ფუჭი და ნაკლოვანი და ექვემდებარება სიკვდილს და განადგურებას.
სათაყვანებელი არ შეიძლება რომ იყოს ადამიანი, კერპი, ხე ან ცხოველი!
არ შეეფერება გონიერ ადამიანს, რომ თაყვანისცეს რაიმეს, გარდა სრულყოფილი ღმერთისა და როგორ შეიძლება თაყვანისცეს ქმნილებას, რომელიც მსგავია მისი!
შეუძლებელია, რომ ღმერთი ყოფილიყო ემბრიონი ქალის მუცელში და გაჩენილიყო ის როგორც ჩნდებიან ბავშვები!
ღმერთი ისაა ვინც შექმნა ქმნილებანი, რომლებიც მისი კონტროლის და ძალის ქვემოთ არიან; შეუძლებელია რომ ადამიანმა ავნოს მას და შეუძლებელია რომ ჯვარს აცვას, აწამოს და დაამციროს ის.
შეუძლებელია, რომ ღმერთი მოკვდეს!
ღმერთი ისაა, ვისაც არაფერი ავიწყდება, არ ჭამს საჭმელს და ის უდიდესია იმისგან, რომ მას ჰყავდეს ცოლი ან შვილი; შემქმნელს აქვს უდიდესი თვისებები და შეუძლებელია აღწერო, რომ საჭიროებდეს რაიმის დამატებას ან დაკლებას, და ყოველ წინასწარმეტყველებაში, რომელშიც არის ისეთი რამ,, რაც ეწინააღმდეგება შემქმნელის უზენაესობას, რასაც მიაწერენ შუამავლებს, მსგავსი წინასწარმეტყველება არის ადამიანებისაგან დამახინჯებული და არ არის ნამდვილი ზეშთაგონება, რომელითაც მოვიდა მოსე, იესო თუ სხვა დანარჩენი შუამავლები ღმერთის მშვიდობა მათ.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:يَا أَيُّهَا النَّاسُ ضُرِبَ مَثَلٌ فَاسْتَمِعُوا لَهُ إِنَّ الَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ لَنْ يَخْلُقُوا ذُبَابًا وَلَوِ اجْتَمَعُوا لَهُ وَإِنْ يَسْلُبْهُمُ الذُّبَابُ شَيْئًا لَا يَسْتَنْقِذُوهُ مِنْهُ ضَعُفَ الطَّالِبُ وَالْمَطْلُوبُ (73) "ჰეი ადამიანებო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. ჭეშმარიტად რომელთაც თქვენ მოუხმობთ, ალლაჰის გარდა, ვერ შექმნიან ბუზსაც კი, რომც გაერთიანდენ ამისათვის. თუ ბუზი რაიმეს მოსტაცებს მათ, ვერ წაართმევენ უკან.სუსტია ის, ვინც ითხოვს, და ისიც, ვისაც სთხოვენ"مَا قَدَرُوا اللَّهَ حَقَّ قَدْرِهِ إِنَّ اللَّهَ لَقَوِيٌّ عَزِيزٌ (74) "არ აფასებენ ალლაჰს ჯეროვნად. ალლაჰი კი ყოვლადძლიერი, ძლევამოსილია".[22: 73, 74 ]
ნუთუ ფიქრობ რომ, ალლაჰმა შექმნა ეს ქმნილებები მიზანის გარეშე, ან შექმნა ისინი უბრალოდ, როცა ის ყოვლადბრძენია ყოვლადმცოდნეა?
წარმოგიდგენია, ვინც შეგვქმნა დახვეწილად და სრულყოფილად და დაგვიმორჩილა, რაც ცაშია და დედამიწაზე - შეგვქმნა ყოველგვარი მიზანის გარეშე ან მიგვატოვა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გარეშე. ყველაზე უმთავრესი შეკითხვებიდან, რომლითაც ჩვენ დავკავდებოდით არის მაგ: რისთვის ვართ აქ? და რა იქნება სიკვდილის შემდეგ? და რა მიზნით შეგვქმნა?
პირიქით, ალლაჰმა წარმოგზავნა შუამავლები, რათა გაგვეგო ჩვენი არსებობის მიზანი და რა სურს ჩვენგან!
ალლაჰმა წარმოგზავნა შუამავლები, რათა ემცნოთ ჩვენთვის, რომ მხოლოდ ის ერთადერთია, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას და გაგვაგებინოს, თუ როგორ უნდა ვეთაყვანოთ მას, მოიტანეს ჩვენამდე მისი ბრძანებები და აკრძალვები და შეგვასწავლეს სიკეთის ფასი, თუ მივყვებით მას ჩვენი ცხოვრება იქნება სიკეთით და ბარაქით აღსავსე.
ალლაჰმა გამოგზავნა მრავალი მოციქული, მაგალითად, (ნოე, იბრაამი, მოსე, ისა-იესო), და ამ მოციქულებს მისცა ნიშნები და სასწაულები, რომლებიც ადასტურებენ მათ ჭეშმარიტებას და იმას, რომ ისინი არიან გამოგზავნილნი შემოქმედის მიერ.
შუამავლებიდან ბოლო მუჰამმადია, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელზედაც ალლაჰმა გარდმოავლინა წმინდა ყურანი.
მოციქულებმა ცხადად გვამცნეს, რომ ეს ცხოვრება არის გამოცდა და რომ ნამდვილი ცხოვრება იქნება სიკვდილის შემდეგ.
და რომ იქ არის სამოთხე მორწმუნეთათვის, რომელნიც თაყვანსცემდნენ ერთადერთ ალლაჰს, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე და ირწმუნეს ყველა შუამავლის. ასევე იქ არის ჯოჯოხეთის ცეცხლი, რომელიც ალლაჰმა აღუთქვა ურწმუნოებს, რომელნიც თაყვანსცემდნენ სხვა ღვთაებებს ალლაჰთან ერთად ან უარყვეს ალლაჰის რომელიმე მოციქული.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
يَابَنِي آدَمَ إِمَّا يَأْتِيَنَّكُمْ رُسُلٌ مِنْكُمْ يَقُصُّونَ عَلَيْكُمْ آيَاتِي فَمَنِ اتَّقَى وَأَصْلَحَ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ (35) "ჰეი ადამის შვილებო! როცა თქვენთან მოვლენ შუამავლები თქვენგანვე და წაგიკითხავენ ჩვენს აიათებს, ვისაც ღმერთის ეშინოდა და გამოსწორდა, შიში არ ექნეთ, არ ინაღვლონوَالَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَاسْتَكْبَرُوا عَنْهَا أُولَئِكَ أَصْحَابُ النَّارِ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ (36) და ისინი, ვინც ცრუდ აცხადებდნენ ჩვენს აიათებს და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ, სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქნებიან იქ მარადიულად".[7: 35,36]
და თქვა დიდებულმა:﴿ أَفَحَسِبْتُمْ أَنَّمَا خَلَقْنَاكُمْ عَبَثًا وَأَنَّكُمْ إِلَيْنَا لَا تُرْجَعُونَ ﴾ "განა გგონიათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩემს წინაშე დაბრუნებულნი არ იქნებით".[23: 115]
წმინდა ყურანი არის ალლაჰის სიტყვა, რომელიც მან გადმოუვლინა თავის უკანასკნელ მოციქულს, მუჰამედს. ეს არის უდიდესი სასწაული, რომელიც ადასტურებს მუჰამედის - ალლაჰის ლოცვა და მშვიოდბა მას - ჭეშმარიტებას. ყურანი არის ჭეშმარიტი თავისი კანონებითა და მართალი თავისი ამბებით. ალლაჰმა უარმყოფლებს გამოწვევა მისცა, რომ მოეტანათ თუნდაც ერთი სურა, რომელიც ყურანის მსგავსია, და მათ ვერ შეძლეს ამის გაკეთება, რადგან მისი სტილი და ლექსიკა უბადლოა. ყურანი შეიცავს ბევრ გონივრულ მტკიცებულებასა და სამეცნიერო სიმართლეს, რაც მიუთითებს, რომ ეს წიგნი ვერ იქნებოდა ადამიანების შექმნილი, არამედ ის არის ადამიანების შემოქმედის, დიდებული ალლაჰის სიტყვა.
ალლაჰმა წარმოგზავნა ხალხთან შუამავლები წინა დროიდან მოყოლებული, რათა მოეხმონ მათ თავიანთი ღმერთისაკენ, და მიჰქონდათ მათთან ღმერთის ბრძანებები და აკრძალვები. ყველა მათგანის მოწოდება იყო, რომ თაყვანი ეცათ ერთადერთი ალლაჰისთვის. როცა ხალხი დაიწყებდა მიტოვებას ან ორჭოფობას ალლაჰის ერთღმერთიანობაში და იმაში რითაც მოვიდნენ მათთან შუამავალნი, ალლაჰი ანაცვლებდა სხვა შუამავლით, რომელიც შეუსწორებდა მათ მიმართულებას და ხალხი ბრუნდებოდა საღ აზრზე, ალლაჰის ერთღმერთიანობაზე და მასზე მორჩილებაზე მანამ, სანამ ალლაჰმა არ წარმოგზავნა შუამავლებიდან ბოლო შუამავალი მუჰამმადი ღმერთის მშვიდობა მას, რომელიც მოვიდა მარადიული კანონმდებლობით ყველა ადამიანზე განკითხვის დღემდე. ის სრულყოფილია და მან გააუქმა მის წინათ მყოფი კანონები და ღმერთმა განამტკიცა ეს კანონი და წერილი განკითხვის დღემდე.
ამიტომ ჩვენ, მუსლიმებს გვწამს, - როგორც გვიბრძანა ალლაჰმა - ყველა შუამავლების და წინა წიგნების.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ءَامَنَ ٱلرَّسُولُ بِمَاۤ أُنزِلَ إِلَیۡهِ مِن رَّبِّهِۦ وَٱلۡمُؤۡمِنُونَۚ كُلٌّ ءَامَنَ بِٱللَّهِ وَمَلَـٰۤىِٕكَتِهِۦ وَكُتُبِهِۦ وَرُسُلِهِۦ لَا نُفَرِّقُ بَیۡنَ أَحَدࣲ مِّن رُّسُلِهِۦۚ وَقَالُوا۟ سَمِعۡنَا وَأَطَعۡنَاۖ غُفۡرَانَكَ رَبَّنَا وَإِلَیۡكَ ٱلۡمَصِیرُ﴾ "ირწმუნა შუამავალმა, რაც თავისი ღმერთისგან ზემოევლინა და მორწმუნეებმაც. ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის შუამავალთაგან არც ერთს! და თქვეს მათ:ვისმენთ და ვემორჩილებით! ღმერთო ჩვენო, (გევედრებით) შენს მიტევებას და შენთან დავბრუნდებით".[2: 285]. [2: 285]
ის, ვინც წარმოგზავნა შუმავლები - ალლაჰია, და ვინც უარყო რომელიმე ერთის მისია - მან უარყო ყველა მათგანი. არ არის იმაზე უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე ადამიანმა უარყოს ალლაჰიდან გარდმოვლენილი ზეშთაგონება, ხოლო სამოთხეში შესასვლელად აუცილებელია ყველა შუამავლის რწმენა.
ამ დროში ყველასთვის ვალდებულებაა, რომ ირწმუნოს ალლაჰის ყველა შუამავლის, და ვერ ირწმუნებს ადამიანი მანამ, სანამ არ ირწმუნებს და გაჰყვება შუამავლებიდან ბოლო შუამავალ მუჰამმადს - ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას.
ალლაჰმა მოიხსენია წმინდა ყურანში, რომ ვინც უარყო ალლაჰის შუამავლებიდან რომელიმე შუამავალი - ის ურწმუნოა ალლაჰის მიმართ და ტყუილად აცხადებს მის ზეშთაგონებას.
წაიკითხე შემდეგი აიათი:"إنَّ الَّذِينَ يَكْفُرُونَ بِاللَّهِ ورُسُلِهِ ويُرِيدُونَ أنْ يُفَرِّقُوا بَيْنَ اللَّهِ ورُسُلِهِ ويَقُولُونَ نُؤْمِنُ بِبَعْضٍ ونَكْفُرُ بِبَعْضٍ ويُرِيدُونَ أنْ يَتَّخِذُوا بَيْنَ ذَلِكَ سَبِيلًا "ჭეშმარიტად, რომელნიც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალთ და უნდათ განასხვავონ ალლაჰი და მისი შუამავალნი, ამბობენ: გვწამს ზოგი და არ გვწამსზოგი. და სურთ ამათ შორის გზა დაიდგინონأُولَئِكَ هُمُ الكافِرُونَ حَقًّا وأعْتَدْنا لِلْكَفَرَيْنِ عَذابًا مُهِينًا﴾". სწორედ ისინი არიან ნამდვილად ურწმუნონი. და გავუმზადეთ ურწმუნოებს დამამცირებელი სასჯელი".[4: 150-151]
ისლამი არის დიდებულ ალლაჰზე მორჩილება ერთღმერთიანობით, მისი კანონის კმაყოფილებითა და მიღებით.
ალლაჰმა წარმოგზავნა შუამავლები ერთი გზავნილით: რომ მოუწოდონ ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემისაკენ, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე.
ისლამი ყველა შუამავლის რელიგიაა. მათი მოწოდება ერთი იყო, ხოლო კანონმდებლობა სხვადასხვა, მუსლიმები დღეს ერთნი არიან, რომლებიც ჩაჭიდებულნი არიან სწორ რელიგიას, რომლითაც მოვიდა ყველა შუამავალი. ისლამის გზავნილი ამ დროში არის ჭეშმარიტება. ღმერთი ისაა, რომელმაც წარმოგზავნა აბრაამი, მოსე, იესო და, რომელმაც წარმოგზავნა ბოლო შუამავალი მუჰამმადი, რომელიც მოვიდა ისლამის კანონით და გააუქმა მის წინ მყოფი კანონები.
ყველა რელიგიები დღეს, რომლებსაც ადამიანები ეთაყვენებიან- გარდა ისლამისა - ეს რელიგიები არის ადამიანის მიერ გამოგონილი. ასევე რელიგიები, რომლებიც იყვნენ ღვთიური და შემდეგ ადამიანების ხელით იქნა გაფუჭებული და შეერია მასში ძველი ლეგენდები და ზღაპრები, რომელიც გადმოეცემოდა ადამიანებს თავიანთი წინაპრებიდან. რაც შეეხება მუსლიმების მრწამსს ის ერთია და უცვლელი. ის ნათელია და არ შეიცვლება, შეხედე წმინდა ყურანს ის ერთი წიგნია ყველა ისლამურ ქვეყანაში.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა ყურანში:
قُلْ آمَنَّا بِاللَّهِ وَمَا أُنْزِلَ عَلَيْنَا وَمَا أُنْزِلَ عَلَى إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ وَالْأَسْبَاطِ وَمَا أُوتِيَ مُوسَى وَعِيسَى وَالنَّبِيُّونَ مِنْ رَبِّهِمْ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِنْهُمْ وَنَحْنُ لَهُ مُسْلِمُونَ (84) "თქვი, რომ: „ვირწმუნეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც ჩვენზე გარდმოევლინა. და რაც გარდმოევლინა იბრაჰიმს, ისმა'ილს, ისჰაყს, ია'ყუბს და შტოებს(იაკობის შვილებს); და რაც ებოძა მუსას, 'ისას და შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ არცერთმათგანს, და ვართ მისი მორჩილებიوَمَنْ يَبْتَغِ غَيْرَ الْإِسْلَامِ دِينًا فَلَنْ يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِينَ 85). და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის".[3: 84-85]
იცი თუ არა, რომ მუსლიმებს ევალდებულება თ ირწმუნონ ღმერთის შუამავალი იესო, უყვარდეთ ის, დააფასონ ის და მისი გზავნილი, რომლითაც იგი მოუწოდებდა ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემისაკენ, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე! ასევე, მუსლიმებს სწამთ რომ შუამავალი იესო და შუამავალი მუჰამმადი (ღმერთის ლოცვა და მშვიდობა ორივეს) იყვნენ შუამავლები. ჭეშმარიტად, ისინი ორივე იყვნენ წარმოგზავნილნი, რათა დაედგინათ ადამიანები ალლაჰისკენ მიმავალ გზაზე და სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე.
და ჩვენ გვწამს, რომ იესო (ღმერთის მშვიდობა მას) იყო უდიდესი შუამავალთაგანი, რომელიც წარმოგზავნა დიდებულმა ალლაჰმა. ასევე გვწამს, რომ ის დაიბადა სასწაულებრივად და გვამცნო ალლაჰმა ყურანში, რომ ალლაჰმა იესო შექმნა მამის გარეშე ისევე, როგორც შექმნა ადამი მამისა და დედის გარეშე და ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
და გვწამს, რომ იესო არ არის ღვთაება და არც ალლაჰის შვილი, რომ ის არ უცვამთ ჯვარს პირიქით ის ცოცხალია, ალლაჰმა აღამაღლა მასთან და ბოლო ჟამს გარდმოავლენს დედამიწაზე, რათა განსაჯოს სამართლიანად და ის იქნება მუსლიმებთან ერთად. იმიტომ რომ მუსლიმები არიან მორწმუნენი იმ ერთღმერთიანობის, რომლითაც მოვიდა იესო და ყველა შუამავალი.
ალლაჰმა გვამცნო წმინდა ყურანში, რომ იესოს გზავნილი(მისია) შეცვალეს ქრისტიანებმა, ჭეშმარიტი გზიდან გადასულმა ხალხმა, რომლებმაც შეიტანეს ცვლილებები ბიბლიაში და დაამატეს ისეთი ტექსტები, რომელიც არ უთქვამს იესოს ამისი მტკიცებულება კი არის უამრავი ასლები სახარებისა, რომელშიც ნახავ უამრავ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას.
ასევე გვამცნო ალლაჰმა, რომ იესო ეთაყვანებოდა თავის ღმერთს და არ უთხოვია არავისგან რომ მასზე ეცათ თაყვანი. პირიქით უბრძანებდა მის ხალხს, რომ თაყვანი ეცათ მისი შემქმნელისთვის, მაგრამ ეშმაკმა ქრისტიანები იესოს მოთაყვანეებად აქცია. ალლაჰმა გვამცნო, რომ ის არ პატიობს არავის ვინც ეთაყვანება ალლაჰის გარდა სხვას და რომ იესო განკითხვის დღეს გაშორდება მათ, რომლებიც ეთაყვანებოდნენ მას და ეტყვის: მე გიბრძანეთ თაყვანი გეცათ შემქმნელისთვის და არ მითხოვია თქვენთვის, რომ თაყვანი გეცათ ჩემთვის. ამისი მტკიცებულებებიდან არის დიდებული ალლაჰის სიტყვები:
﴿یَـٰۤأَهۡلَ ٱلۡكِتَـٰبِ لَا تَغۡلُوا۟ فِی دِینِكُمۡ وَلَا تَقُولُوا۟ عَلَى ٱللَّهِ إِلَّا ٱلۡحَقَّۚ إِنَّمَا ٱلۡمَسِیحُ عِیسَى ٱبۡنُ مَرۡیَمَ رَسُولُ ٱللَّهِ وَكَلِمَتُهُۥۤ أَلۡقَىٰهَاۤ إِلَىٰ مَرۡیَمَ وَرُوحࣱ مِّنۡهُۖ فَـَٔامِنُوا۟ بِٱللَّهِ وَرُسُلِهِۦۖ وَلَا تَقُولُوا۟ ثَلَـٰثَةٌۚ ٱنتَهُوا۟ خَیۡرࣰا لَّكُمۡۚ إِنَّمَا ٱللَّهُ إِلَـٰهࣱ وَ ٰحِدࣱۖ سُبۡحَـٰنَهُۥۤ أَن یَكُونَ لَهُۥ وَلَدࣱۘ لَّهُۥ مَا فِی ٱلسَّمَـٰوَ ٰتِ وَمَا فِی ٱلۡأَرۡضِۗ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ وَكِیلࣰا﴾ "ჰეი, წიგნის ხალხო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში და ნურაფერს იტყვით ალლაჰზე, გარდა ჭეშმარიტებისა. რამეთუ მესია 'ისა მარიამის ძე ალლაჰის შუამავალია და მისი სიტყვაა, რომელიც მან მარიამს მიჰმადლა, და ერთი სულია მისგან. ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავლები და არ თქვათ: სამება! თავი დაანებეთ(ამგვარ საუბარს), უკეთესი იქნება თქვენთვის, რადგან ალლაჰი ერთიღმერთია. იმაზე უფრო მაღლაა იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას. მისია რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად".[4: 171]
თქვა დიდებულმა:(وَإِذْ قَالَ اللَّهُ يَا عِيسَى ابْنَ مَرْيَمَ أَأَنتَ قُلْتَ لِلنَّاسِ اتَّخِذُونِي وَأُمِّيَ إِلَٰهَيْنِ مِن دُونِ اللَّهِ ۖ قَالَ سُبْحَانَكَ مَا يَكُونُ لِي أَنْ أَقُولَ مَا لَيْسَ لِي بِحَقٍّ ۚ إِن كُنتُ قُلْتُهُ فَقَدْ عَلِمْتَهُ ۚ تَعْلَمُ مَا فِي نَفْسِي وَلَا أَعْلَمُ مَا فِي نَفْسِكَ ۚ إِنَّكَ أَنتَ عَلَّامُ الْغُيُوبِ "და ეტყვის ალლაჰი: ჰეი 'ისა, შენ უთხარი ხალხს - დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღვთაებად ალლაჰის მაგივრად?! ეტყვის: დიდება შენდა! არასოდესყოფილა, მეთქვას ის, რისი უფლებაც არ გამაჩნია. და ეს რომ მეთქვა, გეცოდინებოდა კიდევაც. შენ უწყი რა არის ჩემში, მე კი არ ვიცი რა არის შენში. ჭეშმარიტად, შენა ხარ დაფარულთა მცოდნე".(5: 116)
ვისაც სურს გადარჩენა საიქიოში, ის უნდა შევიდეს ისლამში და გაჰყვეს მუჰამმად შუამავალს ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას.
ჭეშმარიტება ისაა, რომელზედაც ერთიანდებიან შუამავლები და გზავნილები (ღმერთის მშვიდობა მათ), რომ ვერ გადარჩება საიქიოში ვერავინ გარდა მუსლიმებისა, რომლებმაც ირწმუნეს დიდებული ღმერთის და არავინ დაუდგინეს მას თანაზიარად, მათ ირწმუნეს ყველა შუამავლის. რომლებიც იყვნენ მოსე შუამავლის დროს ირწმუნეს მისი და მიჰყვნენ მის სწავლებას. ისინი არიან მორწმუნე მუსლიმები და მართალნი, მაგრამ იმის შემდეგ რაც ალლაჰმა წარმოგზავნა იესო, სავალდებულო გახდა მოსეს მიმყოლთათვის, რომ ერწმუნათ იესო და გაჰყოლოდნენ მას და ვინც ირწმუნა იესო - ისინი იყვნენ მართალი მუსლიმები და ვინც უარყო, რომ ერწმუნა იესოსი და თქვა დავრჩები მოსეს რჯულზე ის არ არის მორწმუნე იმიტომ, რომ უარყო ალლაჰისგან წარგზავნილი შუამავალი და იმის შემდეგ, როცა წარმოგზავნა ალლაჰმა ბოლო შუამავალი მუჰამმადი სავალდებულო გახდა ყველასთვის, რომ ირწმუნონ მისი. ალლაჰი - არის ღმერთი, რომელმაც წარმოგზავნა მოსე, იესო და შუამავლების ბოლო ბეჭედი მუჰამმადი და ვინც უარყო მუამმად შუამავლის გზავნილობა, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და იტყვის, რომ დავრჩები მოსეს და იესოს მიმდევრად - ის არ არის მორწმუნე.
არ არის საკმარისი პიროვნებამ თქვას, რომ ის აფასებს მუსლიმებს. არ არის საკმარისი საიქიოში გადარჩენისთვის, რომ გასცეს მოწყალება და დაეხმაროს გაჭირვებულებს. აუცილებელია რომ მან ირწმუნოს ალლაჰის, მისი წიგნების, შუამავლების და განკითხვის დღის, რომ ალლაჰმა მიიღოს მისგან ის და არ არის იმაზე უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე ალლაჰზე თანაზიარის გაჩენა და ალლაჰის უარყოფა, მისგან გარდმოვლენილი ზეშთაგონების ან შუამავლობის უარყოფა, მისი ბოლო შუამავლებიდან მუჰამმადის ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, იუდეველებმა და ქრისტიანებმა, რომლებმაც გაიგონეს, რომ ალლაჰმა წარმოგზავნა შუამავალი მუჰამმადი, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), უარყვეს მისი რწმენა და ისლამის რელიგიაში შესვლა. ამიტომაც ისინი იქნებიან ჯოჯოხეთის ცეცხლში სამარადისოდ, როგორც თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
{إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ وَالْمُشْرِكِينَ فِي نَارِ جَهَنَّمَ خَالِدِينَ فِيهَا ۚ أُولَـٰئِكَ هُمْ شَرُّ الْبَرِيَّةِ} "ჭესმარიტად მათ, რომელთაც არ ირწმუნეს წიგნის მფლობელთაგან და წარმართთაგან ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებიან მარადიულად. სწორედ ისინი არიან ქმნილებათაგანუავესნი".[98: 6]
და უკვე გარდმოევლინა ბოლო წერილი ადამიანებთან ალლაჰისაგან. სავალდებულოა თითოეული ადამიანისთვის, რომ მოისმინოს ისლამის შესახებ და მოისმინოს ბოლო შუამავალი მუჰამმადის შესახებ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ირწმუნოს მისი, გაჰყვეს მას და დაემორჩილოს მის ბრძანენებს და აკრძალვებს, ამისათვის ვინც მოისმინა ამ ბოლო გზავნილის შესახებ და უარყო ის, ალლაჰი არ მიიღებს მისგან არაფერს და დასჯის მას საიქიოში. მტკიცებულებებიდან ალლაჰის სიტყვებია:
﴿وَمَن یَبۡتَغِ غَیۡرَ ٱلۡإِسۡلَـٰمِ دِینࣰا فَلَن یُقۡبَلَ مِنۡهُ وَهُوَ فِی ٱلۡـَٔاخِرَةِ مِنَ ٱلۡخَـٰسِرِینَ﴾ "და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის".[3: 85]
თქვა დიდებულმა:(قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ تَعَالَوْا إِلَىٰ كَلِمَةٍ سَوَاءٍ بَيْنَنَا وَبَيْنَكُمْ أَلَّا نَعْبُدَ إِلَّا اللَّهَ وَلَا نُشْرِكَ بِهِ شَيْئًا وَلَا يَتَّخِذَ بَعْضُنَا بَعْضًا أَرْبَابًا مِّن دُونِ اللَّهِ ۚ فَإِن تَوَلَّوْا فَقُولُوا اشْهَدُوا بِأَنَّا مُسْلِمُونَ) "უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! მოდით სამართლიან სიტყვაზე, ჩვენსა და თქვენს შორის, რომ არ ვცეთ თაყვანი არავის, ალლაჰის გარდა, და არ დავუდგინოთ მას თანაზიარი, და არ გავაღმერთოთ ერთმანეთი ალლაჰის მაგივრად. და თუ სახესიბრუნებენ, უთხარი მათ: „დაამოწმეთ, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ".[3: 64]
ისლამში შესასვლელად სავალდებულოა 6 საფუძვლის რწმენა:
1. დიდებული ალლაჰის რწმენა, რომ ის არის შემქმნელი, სარჩოს მომცემი, მმართველი და მეუფე, არ არის მისი მსგავსი არავინ და არ ჰყავს მას ცოლი და შვილი, იმიტომ რომ ის ერთადერთია, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას.
2. ანგელოზების რწმენა, რომ ისინი მსახურნი არიან დიდებული ალლაჰის. ალლაჰმა ისინი შექმნა სინათლისგან და მათი საქმეებიდან არის ზეშთაგონების ჩამოტანა შუამავლებზე.
3. ყველა ზეციური წიგნების რწმენა, რომლებიც გარდმოავლინა ალლაჰმა მის შუამავლებზე( როგორიცაა თორა და სახარება) და ბოლო წიგნი - წმინდა ყურანი.
4. ყველა შუამავლების რწმენა, მაგ: ნოე, აბრაამი, მოსე, იესო და მათგან ბოლო შუამავალი მუჰამმადი, ისინი ადამიანებთაგანი იყვნენ და დაეხმარა მათ ალლაჰი მისი ზეშთაგონებით და უბოძა მათ სასწაულები, რომლებიც მიუთითებს მათ სიმართლეზე.
5. ბოლო დღის რწმენა, როცა ალლაჰი აღადგენს პირველი ადამიანიდან ბოლო ადამიანის ჩათვლით ყველას და ალლაჰი განსჯის თავის ქმნილებებს, მორწმუნეებს შეიყვანს სამოთხეში ხოლო ურწმუნოებს - ჯოჯოხეთში.
6. ბედისწერის რწმენა, რომ ალლაჰმა იცის ყველაფერი, რაც იყო წარსულში და რაც იქნება მომავალში, დაწერა ალლაჰმა ის როგორც სურდა და შექმნა ყველაფერი.
ისლამი ყველა შუამავალის რელიგიაა და არა განსაკუთრებით არაბებისთვის.
ისლამი არის ნამდვილი ბედნიერების გზა ამქვეყნად და მარადიული ნეტარება საიქიოში.
ისლამი ერთადერთი რელიგიაა, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს სულისა და სხეულის მოთხოვნილებები და გადაჭრას ყველა ადამიანური პრობლემები.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
{قَالَ اهْبِطَا مِنْهَا جَمِيعًا بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ فَإِمَّا يَأْتِيَنَّكُمْ مِنِّي هُدًى فَمَنِ اتَّبَعَ هُدَايَ فَلا يَضِلُّ وَلا يَشْقَى "უთხრა: დაეცით მისგან(სამოთხიდან) ერთიანად, ერთმანეთს მტრად მოეკიდეთ და მოგივათ თქვენ ჩემგან ჭეშმარიტი გზა, და ვინც გაყვება ჩემს ჭეშმარიტ გზას, გზა არ აერევა და არც გაუბედურდებაوَمَنْ أَعْرَضَ عَنْ ذِكْرِي فَإِنَّ لَهُ مَعِيشَةً ضَنْكًا وَنَحْشُرُهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ أَعْمَى ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს ჩემს შეხსენებას, მას მტანჯველი ცხოვრება ექნება, და განკითხვის დღეს ბრმად აღვადგენთ".[20: 123, 124]
ისლამში შესვლას აქვს დიდი სარგებელი, მათ შორის:
- ამქვეყნად გადარჩენა და ამაღლება, რომ ადამიანი იქნება ალლაჰის მონა და არ იქნება მონა ეშმაკისეული გართობისა და ვნებების.
- უდიდესი წარმატება საიქიოში ის არის , რომ გადარჩება ცეცხლის ტანჯვისაგან და შევა სამოთხეში, მოიგებს ალლაჰის კმაყოფილებას და სამოთხეში მარადიულად ყოფნას.
- მათ რომელთაც ალლაჰი შეიყვანს სამოთხეში, შეიგრძნობენ მარადიულ ნეტარებას სიკვდილის, ავადმყოფობის, ტკივილის, მწუხარებისა და მოხუცებულობის გარეშე. და მიიღებენ ყველაფერს იმას, რასაც მოისურვებენ.
სამოთხეში ნეტარებაა, რომელიც არ უნახავს თვალს, არ გაუგონია ყურს და რომელზედაც ადამიანების აზრი ვერ გაწვდება.
მტკიცებულებებიდან არის დიდებული ალლაჰის სიტყვები:﴿مَنۡ عَمِلَ صَـٰلِحࣰا مِّن ذَكَرٍ أَوۡ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤۡمِنࣱ فَلَنُحۡیِیَنَّهُۥ حَیَوٰةࣰ طَیِّبَةࣰۖ وَلَنَجۡزِیَنَّهُمۡ أَجۡرَهُم بِأَحۡسَنِ مَا كَانُوا۟ یَعۡمَلُونَ﴾ "ვინც მართალი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაცაკეთებდნენ".[16: 97]
ადამიანი დაკარგავს უდიდეს ცოდნას და გაგებას - ალლაჰის ცოდნა და მისი შეცნობა, დაკარკავს ალლაჰის რწმენას, რომელიც აძლევს ადამიანს უსაფრთხოებას და სიმშვიდეს ამქვეყნად, ხოლო საიქიოში მარადიულ ნეტარებას.
ადამიანი დაკარგავს უდიდესი წიგნის გაცნობას(წაკითხვით), რომელიც გარდმოავლინა ალლაჰმა ადამიანებთან და დაკარგავს რწმენას ამ უდიდესი წიგნის მიმართ.
დაკარგავს დიდებული შუამავლების რწმენას და მათთან სიახლოვეს სამოთხეში. განკითხის დღეს ის იქნება ეშმაკების, დამნაშავეების და ტირანების მეგობარი, რომელთან ერთადაც იქნება ჯოჯოხეთის ცეცხლში, და რა უბედური სახლია და რა საზიზღარი მეზობლები!
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
قُلْ إِنَّ الْخَاسِرِينَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ وَأَهْلِيهِمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ أَلا ذَلِكَ هُوَ الْخُسْرَانُ الْمُبِينُ (15) " უთხარი: ჭეშმარიტად, წაგებულნი არიან ისინი, რომელთაც თავი წააგეს და ოჯახები აღდგომის დღეს. განა არ არის ეს აშკარა წაგება?لَهُمْ مِنْ فَوْقِهِمْ ظُلَلٌ مِنَ النَّارِ وَمِنْ تَحْتِهِمْ ظُلَلٌ ذَلِكَ يُخَوِّفُ اللَّهُ بِهِ عِبَادَهُ يَا عِبَادِ فَاتَّقُونِ } . მათ თავს ზემოთ ცეცხლის საჩრდილობელი იქნება და ზემოდანაც. ეს არის ის, რითაც ალლაჰი აშინებს თავის მსახურებს: ჩემო მსახურებო, მაშ ჩემი გეშინოდეთ".[ 39: 15-16]
ეს ქვეყანა არ არის მარადიული საცხოვრებელი...
გაქრება მისგან ყოველი სილამაზე და ჩაქრება ყოველი ვნება...
და მოვა ის დღეც, რომელშიც განისჯები ყოველივე იმისათვის, რაც წაიმძღოლიე, ის განსჯის დღეა, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:{وَوُضِعَ الْكِتَابُ فَتَرَى الْمُجْرِمِينَ مُشْفِقِينَ مِمَّا فِيهِ وَيَقُولُونَ يَا وَيْلَتَنَا مَالِ هَذَا الْكِتَابِ لاَ يُغَادِرُ صَغِيرَةً وَلاَ كَبِيرَةً إِلاَّ أَحْصَاهَا وَوَجَدُوا مَا عَمِلُوا حَاضِرًا وَلاَ يَظْلِمُ رَبُّكَ أَحَدًا} "დაიდება წიგნი და ნახავ ცოდვილებს შეშინებულთ იმისაგან, რაც მასშია, და იტყვიან: ვაი ჩვენ, ეს რა წიგნია, არაფერია გამოტოვებული, არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია. და ნახავენ იმას, რაც გააკეთეს დადებულს მათ წინაშე, და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ".[18: 49]
და უკვე გვამცნო დიდებულმა და ყოვლისშემძლე ალლაჰმა, რომ ადამიანი რომელიც არ გამუსლიმდება მისი მარადიული ხვედრი იქნება სამუდამო ჯოჯოხეთის ცეცხლი.
ეს დანაკარგები არ არის იოლი, პირიქით ის უდიდესია:{وَمَن يَبْتَغِ غَيْرَ الْإِسْلَامِ دِينًا فَلَن يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِينَ } "და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის".[3: 85]
ისლამი ის რელიგიაა, რომლის გარდა ალლაჰი არ ღებულობს სხვა რელიგიებს.
ალლაჰმა შეგვქმნა და მასთან დავბრუნდებით, ეს ქვეყანა გამოცდაა ჩვენთვის.
იყავი დარწმუნებული: რომ ეს ცხოვრება მოკლეა როგორც სიზმარი... და არავინ იცის თუ როდის მოკვდება!
და რა იქნება შენი პასუხი, შენი შემქმნელის წინაშე, როცა გკითხავს განსჯის დღეს: რატომ არ მიჰყევი ჭეშმარიტებას? და რატომ არ გაჰყევი შუამავლების ბეჭედს მუჰამმადს (ღმერთის ლოცვა და მშვიდობა მას)?
რას უპასუხებ შენს უფალს აღდგომის დღეს, როცა მან უკვე გაგაფრთხილა ისლამის უარყოფის შედეგების შესახებ და გითხრა, რომ ურწმუნოთა ხვედრი არის მარადიული განადგურება ჯოჯოხეთში?
თქვა დიდებულმა:﴿وَالَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا أُولَئِكَ أَصْحَابُ النَّارِ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ﴾ "ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი არიან და ცრუდ რაცხავენ ჩვენს აიათებს, სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქნებიან იქ მარადიულად".[2: 39]. [ 2: 39]
დიდებულმა და ყოვლისშემძლე ალლაჰმა გვამცნო, რომ ადამიანების უმრავლესობა უარყოფდნენ ისლამის მიღებას იმ გარემოს შიშით, რომელშიც ცხოვრობდნენ.
ადამიანთა უმრავლესობა უარყოფს ისლამს იმიტომ, რომ მათ არ სურთ, რომ შეიცვალონ მათი მრწამსი, რომელიც გადმოეცათ მათი წინაპრებისაგან და რომელსაც შეეჩვივნენ, მათგან უმრავლესობას კი ხელს უშლის ფანატიზმი და სიცრუის დაცვა, რომელიც გადმოეცად მემკვიდრეობით.
ამ ყველაფერს არ აქვს მათთვის გამართლება: და წარსდგებიან ალლაჰის წინაშე მტკიცებულების გარეშე.
არ აქვს გასასამართლებელი უღმერთოს, რომ თქვას მე დავრჩები ათეისტად იმიტომ, რომ მე დავიბადე ათეისტების ოჯახში! პირიქით, ის ვალდებულია, რომ გაანძრიოს გონება, რომელიც აჩუქა მას ალლაჰმა და დაფიქრდეს ცებისა და დედამიწის სიდიადეზე და რომ იფიქროს მისი გონებით, რომელიც აჩუქა მას მისმა შემქმნელმა და გაიგებს, რომ ამ არსებობას ჰყავს შემქმნელი. ასევე ვინც თაყვანს სცემს ქვებს და კერპებს მათ არ ექნებათ თავის გასასამართლებელი იმაში, რომ ბრმად მიჰყვებიან წინაპრებს, პირიქით ის ვალდებულია, რომ ეძიოს ჭეშმარიტებას და ჰკითხოს თავის თავს: თუ როგორ შეიძლება ვეთაყვანო უსიცოცხლო არსებებს, რომლებსაც არ ესმით ჩემი, ვერ მხედავენ და არაფერი სიკეთე მოუტანია ჩემთვის?
ასევე ქრისტიანები, რომლებსაც სწამთ საქმის, რომელიც ეწინააღმდეგება ბუნებრიობას და საღ გონებას, ის ვალდებულია რომ ჰკითხოს საკუთარ თავს: როგორ შეეძლო ღმერთს მოეკლა თავისი შვილი, რომელსაც არ ჩაუდენია ცოდვა, სხვა ადამიანების ცოდვებისთვის? ეს უსამართლობაა! როგორ შეუძლია ადამიანს, რომ გააკრას ჯვარზე და მოკლას ღმერთის შვილი! ნუთუ ღმერთი არ არის იმის შემძლე, რომ აპატიოს ცოდვები ადამიანებს იმის გარეშე, რომ მისი შვილის მოკვლის უფლება მიეცა? ნუთუ ღმერთს არ შეეძლო, რომ დაეცვა თავისი შვილი?
გონიერი ადამიანის მოვალეობაა, რომ მიჰყვეს სიმართლეს და არ მიჰყვეს თავის მამა - პაპას სიცრუეში.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿وَإِذَا قِیلَ لَهُمۡ تَعَالَوۡا۟ إِلَىٰ مَاۤ أَنزَلَ ٱللَّهُ وَإِلَى ٱلرَّسُولِ قَالُوا۟ حَسۡبُنَا مَا وَجَدۡنَا عَلَیۡهِ ءَابَاۤءَنَاۤۚ أَوَلَوۡ كَانَ ءَابَاۤؤُهُمۡ لَا یَعۡلَمُونَ شَیۡـࣰٔا وَلَا یَهۡتَدُونَ﴾ "და როცა ეტყვიან მათ: მოდით იმასთან, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, და შუამავალთან, იტყვიან: საკმარისია ჩვენთვის ის, რაზეც ვნახეთ ჩვენი მამები. მაგრამ მაშინაც, თუ მათ მამებს არაფერი ესმოდათ და ჭეშმარიტი გზით არ მიდიოდნენ?!"[5: 104]
ვისაც სურს, რომ მიიღოს ისლამი და ეშინია იმ მდგომარეობიდან რაც მის ირგვლივ არის, მას შეუძლია დამალოს მისი ისლამი მანამ, სანამ ალლაჰი არ შეუქმნის მას უკეთეს გზას, რომლითაც ის შეძლებს გახდეს დამოუკიდებელი და გამოავლინოს თავისი ისლამი.
შენ გევადებულება, რომ მიიღო ისლამი სასწრაფოდ, მაგრამ არ გევალდებულბა, რომ გააგებინო შენს ირგვლივ ისლამის მიღებაზე ან მის გავრცელებაზე, თუ ამით შეიძლება ზიანი მოგადგეს.
იცოდე, რომ თუ გახდები მუსლიმი შენ გეყოლება მილიონობით მუსლიმი ძმები და შეგიძლია დაუკავშირდე მათ მეჩეთში ან ისლამურ ცენტრში შენს ქვეყანაში და მოითხოვო მათგან მითითება და დახმარება, რაზეც ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
{وَمَنْ يَتَّقِ اللَّهَ يَجْعَلْ لَهُ مَخْرَجًا وَيَرْزُقْهُ مِنْ حَيْثُ لَا يَحْتَسِب} "და ვისაც ეშინია ალლაჰისა, დაუდგენს მას გამოსავალს. და დააპურებს იქიდან, საიდანაც არ ელოდება".[65: 2-3]
ნუთუ არ გინდა შენი გამჩენი ალლაჰის კმაყოფილება, რომელმაც გიწყალობა ყველა მისი მოწყალება, მოგცა საკვები მაშინ, როცა შენ იყავი ემბრიონი შენი დედის მუცელში და გიწყალობა ჰაერი, რომლითაც სუნთქავ ახლა. თუ შენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხი იყოს შენით კმაყოფილი?
განა არ ღირს დროებითი ცხოვრების სიამოვნებებზე უარის თქმა ამქვეყნიური და საიქიოს გამარჯვებისათვის? დიახ, ღირს! ვფიცავ ალლაჰს!
არ მისცე წარსულს უფლება, რომ აგიკრძალოს შენი არასწორი გზის გამოსწორება და სწორი საქმის კეთება.
გახდი დღეს ნამდვილი მორწმუნე! და არ მისცე სატანას, რომ შეგაჩეროს ჭეშმარიტების გზაზე!
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
{يَا أَيُّهَا النَّاسُ قَدْ جَاءَكُمْ بُرْهَانٌ مِنْ رَبِّكُمْ وَأَنزلْنَا إِلَيْكُمْ نُورًا مُبِينًا (174) "ჰეი ადამიანებო! მოგივიდათ საბუთი თქვენი ღმერთისგან და ზემოგივლინეთ თქვენ ნათელი შუქიفَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ وَاعْتَصَمُوا بِهِ فَسَيُدْخِلُهُمْ فِي رَحْمَةٍ مِنْهُ وَفَضْلٍ وَيَهْدِيهِمْ إِلَيْهِ صِرَاطًا مُسْتَقِيمًا (175) } იმათ, ვინც ირწმუნა ალლაჰი და ჩაეჭიდა მას, შეიყვანს მის წყალობასა და მადლში და უწინამძღვრებს მათ პირდაპირ გზაზე".[4:174-175]
თუ ყველაფერი ზემოთხსენებული ლოგიკურია შენთვის და გულში აღიარე ჭეშმარიტება, ახლა საჭიროა პირველი ნაბიჯი გადადგა მუსლიმად გახდომისკენ. გსურს, რომ დაგეხმარო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში და მიგითითო, როგორ გახდე მუსლიმი?
არ ჰქნას შენმა ცოდვებმა ისე, რომ ხელი შეგიშალოს ისლამში შესვლაში. ალლაჰმა გვამცნო წმინდა ყურანში, რომ ის პატიობს ყველა ცოდვებს ადამიანს თუ ის გახდება მუსლიმი და მოინანიებს მისი შემქმნელის წინაშე. ისლამის მიღების შემდეგ ბუნებრივია, რომ გააკეთებ ზოგიერთ ცოდვებს და ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და არა უცოდველი ანგელოზები, მაგრამ ჩვენ მოგვეთხოვება რომ ვითხოვოთ პატიება ალლაჰისგან და მოვინანიოთ მის წინაშე. როცა დაინახავს ალლაჰი შენში, რომ ისწრაფები ჭეშმარიტებისაკენ და ისლამში შესასვლელად, წარმოთქვი ორი დამოწმება და ჭეშმარიტად ის დაგეხმარება სხვა ცოდვების მიტოვებაშიც, გაჰყევი ჭეშმარიტებას და ალლაჰი დაგეხმარება, შეგმატებს სიკეთეს და მიიღე ისლამი ახლავე.
მტკიცებულებებიდან არის დიდებული ალლაჰის სიტყვები:﴿قُل لِّلَّذِینَ كَفَرُوۤا۟ إِن یَنتَهُوا۟ یُغۡفَرۡ لَهُم مَّا قَدۡ سَلَفَ﴾ "უთხარი მათ, ვინც არიან ურწმუნონი, თუ შეეშვებიან(ურწმუნოებას) მიეტევებათ ის, რამაც ჩაიარა, ხოლო თუ მიუბრუნდებიან... წინაპართა ჩვეულებები გარდავიდა".[8: 38]
ისლამში შესვლა იოლი საქმეა და არ სჭირდება განსაკუთრებული თუ რაიმე კანონიერი საქმე ან ვინმეს დასწრება, ადამიანმა უნდა წარმოთქვას ორი დამოწმება(აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰმმადან რასუულ ალლაჰ) (მისი მნიშვნ: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მისი მოციქულია) მისი მნიშვნელობის ცოდნით და რწმენით. თუ იოლია შენთვის, რომ წარმოთქვა არაბულ ენაზე უკეთესია და თუ რთულია შენთვის მისი წარმოთქმა, მაშინ წარმოთქვი შენს ენაზე და შენ იქნები მუსლიმი. ამის შემდეგ შენ უნდა შეისწავლო შენი რელიგია, რომელიც იქნება შენი ბედნიერების წყარო ამქვეყნად და წარმატების საწინდარი საიქიოში.
ისლამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გირჩევთ ეწვიოთ ვებგვერდს:byenah.com/......
წმინდა ყურანის მნიშვნელობის თარგმნა ქართულ ენაზე:
ისლამის შესწავლისა და მისი პრაქტიკისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს:
ვინ შემქმნა მე? და რატომ?აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითებს შემქმნელის არსებობაზე.
წმინდა და დიდებული ღმერთის ატრიბუტები
თაყვანსაცემ ღმერთს აუცილებელია, რომ ახასიათებდეს სრულყოფილი თვისებები.
შესაძლებელია, რომ შემქნელმა მიგვატოვოს ზეშთაგონების გარეშე?
რისთვის იყვნენ ბევრი შუამავლები?
ვერ იქნება ადამიანი მორწმუნე მანამ, სანამ არ ირწმუნებს ყველა შუამავლების.
რა სწამთ მუსლიმებს იესოზე - მშვიდობა მას?
რა არის საჭირო, რომ მუსლიმი გავხდე?
რას დავკარგავ ისლამის უარყოფით?
არ დააგვიანო გადაწყვეტილების მიღება!
არ აქვს გამართლება იმას, ვინც მიატოვა ჭეშმარიტება და გაჰყვა მამებსა და წინაპრებს.
რა უნდა ქმნას იმ ადამიანმა, ვისაც სურს ისლამის მიღება და ეშინია ახლობლებისგან ზიანის მიყენების?
მზად ხარ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადაწყვეტილების მისაღებად?
რა უნდა გავაკეთო, რომ მუსლიმი გავხდე?